2023 წლის 10 მაისს სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია აცხადებს კონკურსს კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის მუსიკის თეორიისა და მუსიკის ისტორიის მიმართულებებზე პროფესორების სამსახურში მისაღებად.
მუსიკის ისტორიის მიმართულება:
პროფესორი – 1 (ერთი) ადგილი;
მუსიკის თეორიის მიმართულება:
პროფესორი – 2 (ორი) ადგილი;
პროფესორის თანამდებობაზე 6 წლის ვადით აირჩევა დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი მუსიკისმცოდნეობის განვითარებაში, აქვს აკადემიური უმაღლესი სამუსიკო საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებაში შესაბამისი მიმართულებით პროფესორად ან ასოცირებულ პროფესორად პედაგოგიური და სამეცნიერო მუშაობის არანაკლებ 8 წლის გამოცდილება.
– აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ:
– კონკურსანტის განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე, დადგენილი ფორმის მიხედვით;
– კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით;
– პირადობის მოწმობის ასლი;
– 1 (ერთი) ფოტოსურათი (ზომა: 3×4 სმ);
– ცნობა ნასამართლეობის შესახებ (,,უმაღლესი განათლების შესახებ“ 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება);
– ბოლო სამსახურებრივი პოზიციის (აკადემიური თანამდებობა/მოწვეული მასწავლებელი) დამადასტურებელი ცნობა, გაცემული შესაბამისი უწყების მიერ;
– უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის/ების) ასლი/ები;
– უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის/ების) ასლი/ები და მათი აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
– სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
– დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
– უცხო ქვეყანაში მიღებული სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
– ჯილდოების, პრემიების, სტიპენდიების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები;
-დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული სახით, ჩაწერილი CD-ზე;
საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2023 წლის 15 ივნისიდან 2023 წლის 21 ივნისის ჩათვლით 10.00-დან 18.00 საათამდე, (შაბათ-კვირის გარდა, შესვენება 13.00-დან 14.00-მდე) კონსერვატორიის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, (მისამართი: ქ. თბილისი, ალ. გრიბოედოვის ქ. No8-10, ოთახი No212, ელექტრონული მისამართი: konkursi@tsc.edu.ge);
აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესი