კატეგორიები
- გამოცემები (2)
- კონკურსი (15)
- კონფერენცია (39)
- კონცერტი (2)
- სწავლა (11)
- სხვა (21)
2021 წლის 15 დეკემბერს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც ეძღვნება გამოჩენილი ქართველი მუსიკისმცოდნის, პროფესორ შალვა ასლანიშვილის დაბადებიდან 125 წლისთავის იუბილეს.
ინფორმაცია სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მსურველთათვის:
1 დეკემბრამდე – ონლაინ რეგისტრაცია და თეზისების გამოგზავნა მისამართზე science@tsc.edu.ge;(არაუმეტეს ერთი გვერდისა, შრიფტი – სილფაენი, ზომა – 11, ველები – ყველა მხრიდან 2 სმ)
8 დეკემბერი– კონფერენციის ჩატარების შესახებ დეტალური ინფორმაციის გამოქვეყნება კონსერვატორიის ვებ გვერდზე;
15 დეკემბერი – სამეცნიერო სესიები. მოხსენების რეგლამენტი – 25 წუთი (პრეზენტაციისა და დისკუსიისთვის).
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ: e-mail: science@tsc.edu.ge
facebook: TSC Research Department