თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია მალმოს მუსიკის აკადემიასთან თანამშრომლობით წარმოგიდგენთ საერთაშორისო დისკუსიების სერიას „თავისუფლება სამუსიკო განათლებაში“.
პროექტის ფარგლებში გაიმართება ექვსი სესია, რომელიც დაეთმობა უმაღლეს საგანმანათლებლო სფეროში თანამედროვე გამოწვევების განხილვას. დისკუსიებში მონაწილეობას მიიღებენ პროფესიონალი მუსიკოსები და უმაღლესი საგნამათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები მსოფლიოს ათზე მეტი ქვეყნიდან.
დისკუსიები Live ფორმატში გადაიცემა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის FB გვერდზე 28 თებერვლიდან 4 აპრილის ჩათვლით, ყოველ ორშაბათს, 19 საათზე. პროექტი ხორციელდება კონსერვატორიის საერთაშორისო დეპარტამენტის მიერ.
დაწვრილებით პროგრამას გაეცანით:
>> Program in ENG
>> პროგრამა ქართულ ენაზე
სამუშაო ენა: ინგლისური