დადგენილება N44/2023თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებო პროგრამა „საშემსრულებლო ხელოვნება“ და თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის სამაგისტრო საგანმანათლებო პროგრამა „საშემსრულებლო ხელოვნება“ სასწავლო გეგმებში ცვლილებების შეტანისა და მათი დაზუსტებული სახით დამტკიცების შესახებ
დადგენილება № 44/2023
თარიღი: 06 ივლისი, 2023 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე, 63 და მე-100 მუხლების, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუქტის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07ივლისის N 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, სსიპ-თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის საბჭოს სხდომის N8 ოქმის ამონაწერის (03.07.2023 წ) და აკადემიური საბჭოს 2023 წლის 06 ივლისის No 14 სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1.შევიდეს ცვლილება თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებო პროგრამა „საშემსრულებლო ხელოვნება“სასწავლო გეგმაში და იგი დამტკიცდეს დაზუსტებული სახით დანართის შესაბამისად
BA სასწავლო გეგმა (დანართი 1)
2.შევიდეს ცვლილება თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის სამაგისტრო საგანმანათლებო პროგრამა „საშემსრულებლო ხელოვნება“ გეგმაში და იგი დამტკიცდეს დაზუსტებული სახით დანართის შესაბამისად;
MA სასწავლო გეგმა (დანართი 2)
3.დადგენილება გადაეგზავნოს საშემსრულებლო ფაკულტეტის დეკანს, ფაკულტეტის ყველა მიმართულების და პროგრამის ხელმძღვანელებს, სტუდენტთა მიღებისა და რეესტრის მართვის დეპარტამენტს, სასწავლო დეპარტამენტს, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს;
4.დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.tsc.edu.ge;
5.წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, № 64)
6.დადგენილება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
ნანა შარიქაძე