დადგენილება 93/ 2023 სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილი სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის კოპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის „კომპოზიციისა“ და „მუსიკის ტექნოლოგიის“ საბაკალავრო პროგრამებზე 2024-2025 სასწავლო წლის მისაღები მოთხოვნების კორექტირებისა და მათი დაზუსტებული
სახით დამტკიცების შესახებ
დადგენილება N 93/2023
თარიღი: 15 დეკემბერი, 2023 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 56–ე მუხლის მე–2 ნაწილისა და 57–ე და 63 -ე მუხლების, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის № 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის
ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, კონსერვატორიის კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის საბჭოს 2023 წლის 01 დეკემბრის #11 სხდომის ოქმიდან ამონაწერისა და აკადემიური საბჭოს 2023 წლის 15 დეკემბრის N29
სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. შევიდეს ცვლილებები კონსერვატორიის კოპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის „კომპოზიციისა“ და „მუსიკის ტექნოლოგიის“ საბაკალავრო პროგრამებზე 2024-2025 სასწავლო წლის მისაღებ მოთხოვნებში და იგი დამტკიცდეს კორექტირებული სახით თანდართული დანართი 1 და დანართი 2-ის შესაბამისად.
2. დადგენილება გადაეგზავნოს კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის დეკანს, ფაკულტეტის შესაბამისი მიმართულებისა და პროგრამის ხელმძღვანელებს, სტუდენტთა მიღებისა და რეესტრის მართვის დეპარტამენტს, სასწავლო დეპარტამენტს, ხარისხისუზრუნველყოფისსამსახურს.
3.დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე
www.tsc.edu.ge;
4.წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, № 64).
5.დადგენილება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.
გიორგი შავერზაშვილი
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე