მისაღები გამოცდების/შემოქმედებითი ტურებისთვის რეგისტრაციის ვადები:
საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე მისაღები გამოცდებისთვის/შემოქმედებითი ტურებისთვის რეგისტრაციის პერიოდი: 2022 წლის 21 მარტიდან 21 აპრილის ჩათვლით
(რეგისტრაციისთვის ელ.ფოსტაზე registration@tsc.edu.ge გამოსაგზავნი საბუთების ნუსხა განთავსებულია მენიუს სექციაში “მიღება”)
მისაღები გამოცდების/შემოქმედებითი ტურების ჩატარების ვადები:
1. საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე („საშემსრულებლო ხელოვნება“ (კლავიშიანი საკრავები, აკადემიური გუნდის დირიჟორობა, სოლო აკადემიური სიმღერა /ქალები, ვაჟები/, საორკესტრო სიმებიანი საკრავები /ვიოლინო, ალტი, ჩელო, კონტრაბასი, გიტარა/, საორკესტრო ჩასაბერი /ფლეიტა, ჰობოი, კლარნეტი, ფაგოტი, ვალტორნა, საყვირი, ტრომბონი/ და დასარტყამი საკრავები), „ჯაზის ხელოვნება“, „კომპოზიცია“, „მუსიკის თეორია“, „მუსიკა და დღევანდელობა“ – მუსიკის ტექნოლოგია) მისაღები გამოცდებისთვის/შემოქმედებითი ტურების ჩატარების პერიოდი – 16 მაისი – 25 მაისი;
შემოქმედებითი ტურების სრული განრიგი გამოცხადდება არაუგვიანეს 13 მაისისა;
(შენიშვნა: აბიტურიენტებისათვის, რომლებიც ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლით აპირებენ სწავლის გაგრძელებას სახელოვნებო-შემოქმედებით საგანმანათლებლო პროგრამებზე, სავალდებულოა ზემოთ მითითებულ პერიოდში რეგისტრაციისა და შემოქმედებითი ტურების გავლა)
2. სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე („საშემსრულებლო ხელოვნება“: კლავიშიანი საკრავები, აკადემიური გუნდის დირიჟორობა, სოლო აკადემიური სიმღერა, საორკესტრო სიმებიანი /ვიოლინო, ალტი, ჩელო/ და ჩასაბერი /ფლეიტა, ჰობოი, კლარნეტი, ფაგოტი, ვალტორნა, საყვირი, ტრომბონი/ საკრავები) მისაღები გამოცდებისთვის/შემოქმედებითი ტურების ჩატარების პერიოდი – 13 ივნისი – 25 ივნისი;
შემოქმედებითი ტურების სრული განრიგი გამოცხადდება არაუგვიანეს 10 ივნისისა;
(შენიშვნა: სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე „კომპოზიცია“ და „მუსიკისმცოდნეობა“ მისაღები გამოცდები/შემოქმედებითი ტურები ტარდება 2022 წლის სექტემბერში; შესაბამისად, რეგისტრაციის დაშემოქმედებითი ტურების ვადები გამოცხადდება მოგვიანებით)
3. სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე („საშემსრულებლო ხელოვნება“ – სოლო ფორტეპიანო, აკადემიური სიმღერა, საორკესტრო საკრავები /ვიოლინო/, კამერული ანსამბლი; „კომპოზიცია“ და „სამუსიკისმცოდნეო კვლევები“ – მუსიკის თეორია, მუსიკის ისტორია, ეთნომუსიკოლოგია, საეკლესიო მუსიკოლოგია) მისაღები გამოცდებისთვის/შემოქმედებითი ტურების ჩატარების პერიოდი – 20 ივნისი – 25 ივნისი;
შემოქმედებითი ტურების სრული განრიგი გამოცხადდება არაუგვიანეს 17 ივნისისა
განახლებული მისაღები მოთხოვნები:
სრულად მისაღები მოთხოვნები იხილეთ მენიუს სექციაში “მიღება”